
ყანდაურას გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა.
ბრალის ახალი კვალიფიკაციით, გამყრელიძეს არამხოლოდ დედის, არამედ, ყანდაურაში გარდაცვლილი ოთხი პირის მკვლელობასაც ედავებიან.
ნოდარ გამყრელიძის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, გიორგი ქართლელიშვილის ინფორმაციით, გამყრელიძისათვის ბრალის დამძიმების საფუძველი მისთვის უცნობია.
არ ვიცი, რის საფუძველზე დაუმძიმეს ბრალი. იარღის ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, თავად ბრალს არ აღიარებს- განაცხადა ქართლელიშვილმა.
შეგახსენებთ, ნოდარ გამყრელიძე სამართალდამცავებმა ერთწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. დაკავებისას, პოლიციამ მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინა.
გამყრელიძეს ბრალად დედის, ელზა გამყრელიძის მკვლელობა ედებოდა. ძებნილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, ხოლო თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა, ასევე დაუსწრებლად შეუფარდა.






















