14:40 | 2020-01-31 ავტორი: Prime Time

დაკეტავს თუ არა საქართველო საზღვრებს კორონავირუსის გამო – ამირან გამყრელიძის პასუხი

დაკეტავს თუ არა საქართველო საზღვრებს კორონავირუსის გამო – ამირან გამყრელიძის პასუხი

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ხომ არ უნდა ველოდოთ საქართველოს საზღვრების ჩაკეტვას? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მას შემდეგ მიმართა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩაიკეტება, თუ არა საზღვრები პრევენციის მიზნით? ამ საკითხზე ამირან გამყრელიძე ამბობს:

 

„არავინ, მათ შორის არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზღვრების ჩაკეტვის რეკომენდაციას არ გასცემს და ქართველები ნუ აღმოვჩნდებით ყველაზე ჭკვიანები“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მთლიანად ჩაკეტა საზღვრები ჩრდილოეთ კორეაა.

 

ცნობისთვის, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია – ამის შესახებ უახლოეს ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ავტორი: Prime Time

X