20:29 | 2020-05-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს – ბიძინა კულუმბეგოვი

დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს – ბიძინა კულუმბეგოვი

დახურულ სივრცეში ხმამაღალი საუბარი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

 

მისივე თქმით, ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, შესაბამისად, მისი დაინფიცირებაც მოხდება.

 

„გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია.

 

არა მარტო ცემინება და ხველა, ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს“, – ამბობს კულუმბეგოვი.

 

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X