23:09 | 2020-09-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დახვდება თუ არა აფხზეთიდან უკან დაბრუნებულ ხატს ირმა ინაშვილი

დახვდება თუ არა აფხზეთიდან უკან დაბრუნებულ ხატს ირმა ინაშვილი

ღვთისმშობლის ხატს, რომელიც რამდენიმე დღის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აფხაზეთში ილორის მონასტერში საჩუქრად ჩაიტანა, ხვალ ენგურის ხიდზე გადმოაბრძანებენ. ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნაირა ამალია ავრცელებს. ის ხატს „ტვირთად“ მოიხსენიებს.

 

დახვდება თუ არა აფხაზეთიდან უკან დაბრუნებულ ხატს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი?! სწორედ ამ კითხვის დასმით დაიწყო ინტერვიუ „ღამის კურიერის“ წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა, რაზეც ირმა ინაშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო:

 

„ხატთან დაკავშირებით, ისეთი ბოროტი და შავი სიხარულია, მათშორის თქვენს არხზეც. ჯგუფებს, რომლებიც აილეწნენ ჩემი აფხაზეთში ჩასვლით, ეს ყველაფერი უხარიათ იმაზე მეტად, ვიდრე სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის.

 

პატარა ბოკერია ხართ, ურწმუნო ბრძანდებით, ეს ხატი სასწაულს მოახდენს  - ირმა ინაშვილი ჟურნალისტს
2020-08-27პატარა ბოკერია ხართ, ურწმუნო ბრძანდებით, ეს ხატი სასწაულს მოახდენს - ირმა ინაშვილი ჟურნალისტს

 

ჩავაბრძანე ხატი, დანაშაული ჩავიდინე?! არა! რას ნიშნავს ხატის ჩაბრძანება?! ეს არის გზავნილი, რომ იყოს მშვიდობა, სიყვარული და სიკეთე ჩვენს შორის. ხატის ჩაბრძანების თემა დაქოქეს სააკაშვილ-ბოკერიებმა. აფხაზეთშიც არიან თავისებური სააკაშვილ-ბოკერიები და ეს ჯგუფები, არიან ინიციატორები შავის სიხარულის.

 

ყველას მინდა ვუთხრა, ამდენი დღის განმავლობაში, ღვთისმშობლის ხატი იყო ილორში. ახლაც ილორშია. ამ ხატზე ნურავინ ნუ დარდობს, ჯერ არავინ იცის ხატი სად წავა, წინასწარ პროგნოზს ნუ გააკეთებენ.

 

იცით ვინ არის ის ქალბატონი, ვინც ხატის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს?! ის არის გალის რაიონში, ქართული ენის აკრძალვის ერთ-ერთი ინიციატორი. თქვენ ამას შეგნებულად არ უსვამთ ხაზს.

 

ხატზე ნურავინ დარდობს, ხატი თავის ადგილს იპოვის. დავხდები თუ არა, ამ კითხვაზე ვერ გპასუხობთ. გებუნებით, ხატი დარჩება აფხაზეთში. რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხატი ბრუნდება, მაგრამ ის ისევ აფხაზეთში და ილორშია. ნურავინ შეეცდება ღვთისმშობლის ხატის თემით. “- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X