
ტიბეტელი ბუდისტების სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ ჩინეთში კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მეთოდებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ tibet.net-ი ავრცელებს.
დალაი ლამამ აღნიშნა, რომ ბუდისტებისთვის კარგი იქნება ტარას მანტრის კითხვა, რათა თავიდან აიცილონ მომაკვდინებელი ინფექციის შეჭრა. მიიჩნევა, რომ მანტრის წაკითხვის დროს, ბგერებისა და სიტყვების გარკვეული თანმიმდევრობა, დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე.
„უწმინდესმა თქვა, რომ ტარას მანტრის ხშირი კითხვა, ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იქნება. მან გააზიარა თავისი აუდიო ჩანაწერი, როდესაც ამ მანტრას იმეორებს, რათა სხვებმაც ასე წაიკითხონ“, – წერს გამოცემა.
1 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუს 2019-nCoV-ის დიაგნოზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 11 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. უმეტესობას ჩინეთში. დაღუპულთა რაოდენობა 259-მდე გაიზარდა, განკურნებულები კი 143 არიან.






















