10:20 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

„დამაბრუნეთ სკოლაში“ – ერას მოედანზე მშობლებმა აქცია გამართეს

„დამაბრუნეთ სკოლაში“ – ერას მოედანზე მშობლებმა აქცია გამართეს
„დამაბრუნეთ სკოლაში“, „პირველი კლასელი ვარ- მინდა სკოლაშ“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში ერას მოედანზე მშობლებმა აქცია გამართეს.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა სწავლა დაიწყოს არა ონლაინ, არამედ საკლასო ოთახებში.

 

„რესტორანი მუშაობს, კაფე მუშაობს, ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, საზოგადოებრივი ტრანსპორთით მგზავრობენ. ყველგან უსაფრთხო გარემოა და მხოლოდ სკოლებში სწავლის დაწყება არის პრობლემა? სკოლებმა უნდა უზრუნველყონ პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დაცვა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნან.

 

ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდო - როდის განხლდება სწავლა
2020-09-07ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდო - როდის განხლდება სწავლა

 

არ ვეთანხმებით ონლაინსწავლებას. არანაირი შედეგი არ მოგვცა ამან. გვაქვს უკვე გამოცდილება. მითუმეტეს დაწყებით კლასებში ძალიან რთული იქნება ეს.

 

როგორ უნდა ვასწავლო წერა-კითხვა ჩემს პირველკლასელ შვილს ონლაინ? მოვითხოვთ ჩვენთანაც დაიწყოს სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

ინფირმაციისთვის, აჭარაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო სასწავლო პრიცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: Prime Time

X