
„ქვეყანაში ძალიან არის მომატებული მობილობა ძალიან ბევრი ფაქტორს გამო, ამიტომ, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდი, ოქტომბრის დასაწყისში 30-ს ქვემოთ ვიყავით. მით უმეტეს, როდესაც ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი.
მოგეხსენებათ, ივლისში გვქონდა ყოველდღიური აცრის საშუალო 7569, აგვისტოში ეს ავიდა 23 480-ზე, სექტემბერში გვქონდა 19 119 და სამწუხაროდ, ოქტომბერში ჩამოვედით 5687-ზე, რაც ძალიან ცუდია. ამ პანდემიას შეაკავებს ერთადერთი რამე – მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური აცრა”, – აცხადებს გამყრელიძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























