09:26 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

დამანგრეველი მიწისძვრა პაკისტანში, არიან დაღუპულები და დაშავებულები

დამანგრეველი მიწისძვრა პაკისტანში, არიან დაღუპულები და დაშავებულები

პაკისტანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქია გამთენიისას მოხდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა.

ავტორი: Prime Time

X