18:29 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

დამატებითი ვაქცინა გავიკეთე – მიხეილ სააკაშვილი

დამატებითი ვაქცინა გავიკეთე – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტო შემდეგი აღწერით განათავსა:

 

„რამდენიმე თვის წინ, პირველად ავიცერი კოვიდზე და ახლა, ექიმის რჩევით დამატებითი ვაქცინაც გავიკეთე, პირველადი ვაქცინის ეფექტის გასამყარებლად. ნიუ იორკში, ყველა ქუჩის კუთხეში აკეთებენ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი რიგის გარეშე“, – წერს სააკაშვილი.

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X