
ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებმა დათა პაპამ სიკვდილის წინ მეუღლეს ანდერძი დაუტოვა. იგი მეუღლე სთხოვდა, რომ სახლი არ მიეტოვებინა.
„დამიბარა – არ დატოვო ჩვენი სახლი, აქ დაჯექი „ფეჩის“ გვერდზე და იყავი, ქართველები მოგხედავენ, ეგენი არ გაგიჭირვებენო“, – უთხრა „კურიერს“ დათა ვანიშვილის მეუღლემ.
შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზად არის დაკრძალვისთვის ყველა საჭირო საკითხი უზრუნველყოს.
ცნობსითვის, ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, დათა პაპა გარდაიცვალა. დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც მისი ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.






















