
მეგობრებო, მადლობა დიდი ყურადღებისთვის, თქვენი მესიჯები მამშვიდებს და მაძლიერებს. დღეს დამიდგინეს ორმხრივი ფილტვების ანთება, ტესტის პასუხი სავარაუდოდ იქნება ხვალ დილით. ამჯერად ვიმყოფები სახლში და არა სავადმყოფოში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს მსახიობი გოგოლა კალანდაძე „ფეისბუქში“.
მსახიობმა გუშინ სოციალურ ქსელში დაპოსტა: „ფილტვების ანთება, წავედი“. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „პრაიმტაიმი“ მას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მსახიობი სატელეფონი ზარებს არ პასუხობდა, სულ ცოტა ხნის წინ კი მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს და ამჟამად, ტესტის პასუხებს ელოდება.






















