00:34 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

„დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილეს და მერე გააღეს კარი“ – რას ჰყვება სააკაშვილი მის დაკავებაზე

„დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილეს და მერე გააღეს კარი“ – რას ჰყვება სააკაშვილი მის დაკავებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა მისი შემოსვლა ხმაურიანი ყოფილიყო.

 

„მას უნდოდა, რომ მისი შემოსვლა არ ყოფილიყო არაფერთან ხმაურიანთან, ექსცესთან დაკავშირებული. უნდოდა, რომ ძალიან მშვიდობიანი ყოფილიყო. ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი იმასთან დაკავშირებით, თვითმფრინავით ღირდა თუ არა შემოსვლაო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, არ დამსვამდნენ და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ არჩევნების წინ შემოვსულიყავიო.

 

რამდენად სწორი იყო მანამდე ვიდეოს დადება, ვერ გეტყვი, ჯერ კიდევ ვფიქრობ ამასთან დაკავშირებითო, მაგრამ როგორც კი შევატყე, რომ ხალხს რწმენა არ ჰქონდა, რომ ნამდვილად აქ ვიყავი, მეორე ვიდეო ამან განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ და ამას არ გავაკეთებდი, ასეთი დამოკიდებულება რომ არ ყოფილიყოო”,-თქვა ეკა ხერხეულიძემ.

 

სააკაშვილმა ასევე უამბო, როგორ შევიდა მასთან პოლიცია.

 

„დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილეს, მერე გააღეს კარი და მე დავხვდიო…”, – გაიხსენა ხერხეულიძემ ერთ-ერთ გადაცემაში.

ავტორი: Prime Time

X