
შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ საქმეში ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მიწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად საჭიროა კვლევების ჩატარება, რისთვისაც უკვე აღებულია ნიმუშები.
„წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-დან 7 დღემდეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.
ამ ექსპერტიზისათვის აღებულია ნიმუშები.
ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს























