11:55 | 2021-08-27 ავტორი: Prime Time

დამპატიჟეთ და მეც წამოვალ – ვის მიმართავს ამირან გამყრელიძე

დამპატიჟეთ და მეც წამოვალ – ვის მიმართავს ამირან გამყრელიძე

“თავი შევიკავოთ ღამის კლუბებისგან, როცა დამთავრდება ეს, დამპატიჟეთ და წამოვალ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მძიმე ვითარებაში სჯობს ახალგაზრდებმა წვეულებებზე სიარულისგან თავი შეიკავონ.

 

“ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ. ახალგაზრდები ხართ, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ამ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება? მერე, როცა დამთავრდება ეს მეც დამპატიჟეთ და მეც წამოვალ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის დღეს საქართველოში კორონავირუსის გართულებების შედეგად 73 ადამიანი გარდაიცვალა.  COVID-19-ით დაინფიცირდა კიდევ 4031 პირი. გამოჯანმრთელდა  4585პაციენტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X