
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აცხადებს, რომ თეატრიდან არ მიდის.
„დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!“, – წერს სტურუა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.
ბესო ზანგური კი უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.
რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან სავარაუდო ძალადობას გამოეხმაურა.























