21:57 | 2021-06-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დამშვიდობებისას ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით“ – ზურა ბაკურაძის უკანასკნელი საღამო მეგობრებთან (ვიდეო)

„დამშვიდობებისას ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით“ – ზურა ბაკურაძის უკანასკნელი საღამო მეგობრებთან (ვიდეო)

ზურა ბაკურაძის მეგობარი დათო ლონდარიძე „ქართული ხმების“ სოლისტთან ყოფნის უკანასკნელ კადრებს ავრცელებს. ისინი კონცერტისთვის ემზადებოდნენ.

 

“გუშინ მთელი საღამო ერთად ვიყავით, კონცერტისთვის ვემზადებოდით. დამშვიდობებისას ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით. ისე დაგვწყვიტე გული, ვსხედვართ უტყვად და გარინდებულები! მშვიდობით ზური“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

 

 

ზურა ბაკურაძე დღეს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ონის მერიის ინფორმაციით, გზა ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.

 

მომღერალს რამდენიმე კვირის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X