
15 ივნისს, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა ვარკეთილში მდებარე შერეულ ბაზრობას. ადგილზე მობილიზებული იყო 25 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
დამწვარია 4000 კვადრატულ ფართობზე სასაწყობე ჯიხურები. ითვლიან ზარალს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე 20-მდე ხანძარი მოხდა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ დამწვარი ბაზრობებისა და სავაჭრო ობიექტების ქრონიკას, რომელიც ბოლო რამდენიმე წელში მოხდა.
2012 წლის 15 ნოემბერი, ლილოს ბაზრობა

2013 წლის 26 თებერვალი, სავაჭრო ცენტი „საბა“

2014 წლის 25 აგვისტო, სენაკის აგრარული ბაზარი.

2014 წლის 16 სექტემბერი, ე.წ. ბოშების ბაზრობა

2014 წლის 7 დეკემბერი, ბათუმი, ხოფის ბაზრობა

2014 წლის 27 დეკემბერი, ელიავას ბაზრობა

2015 წლის 21 იანვარი, ისნის ბაზრობა

2015 წლის 4 აგვისტო, ელიავას ბაზრობა

2016 წლის 2 აგვისტო, „შავი“ ბაზრობა (ზესტაფონი)

2017 წლის 30 იანვარი, „ბავშვთა სამყარო“

2017 წლის 2 ივლისი, ელიავას ბაზრობა…

2018 წლის 30 აგვისტო, ბათუმი. პუშკინის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტები

2018 წლის 27 თებერვალი, „თერგის“ ბაზრობა

2018 წლის 4 მარტი – სასაწყობე ტერიტორია სამგორში

2019 წლის 7 ივნისი, ე.წ ჩინელების ბაზრობა

2019 წლის 2 ოქტომბერი, „თერგის“ ბაზრობა

2020 წლის 15 ივნისი, ვარკეთილი, „შერეული ბაზრობა“

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში გაჩენილი ხანძარი, ხან ვიღაცის ინტერესებს, ხან გაუმართავ ელექტრობას და ხანაც დაუდევრობას დაბრალდა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი გაურკვეველი დარჩა.






















