16:27 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

„დამწვარია ხორბლის მოსავალი“ – შირაქის ველზე კვლავ ხანძარია

„დამწვარია ხორბლის მოსავალი“ – შირაქის ველზე კვლავ ხანძარია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისევ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა კვლავ შირაქის ველზე მოხდა.

 

ცეცხლი ჯერ კიდევ მოუმკელ ხორბალს, აღებული ყანიდან გადაედო.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდაპირველად 15 ჰექტარი ნამკალი დაიწვა, შემდეგ კი ხანძარი ასაღებ მოსავალს მოედო.

 

ამ ეტაპზე, ერთი ჰექტარი ხორბლის მოსავალია დამწვარი.

 

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშევლო ჯგუფებმა, ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხეს. ამ ეტაპზე, მეხანძრეები სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X