
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი მუშაობს კორონავირუსის გადაცემის შეზღუდვის მეთოდებზე.
მეცნიერებს ნერწყვის წვეთების უფრო დამძიმება, ხოლო თავად ნერწყვის სიბლანტის გაზრდა სახამებლის მეშვეობით სურთ.
პრაქტიკულად, მეცნიერების თქმით, ტექნოლოგია შეიძლება დავიდეს სპეციალური საწუწნი აბების დამზადებაზე, რომელის გამოყენებაც საჭირო იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
დამცავ ნიღაბთან ერთად, ნერწყვის შემადედებელი საშუალებების გამოყენებით, სოციალური დისტანცირებისათვის საჭირო მანძილი შესაძლებელია 1,8 მეტრიდან 60 სმ-მდე შემცირდეს.
მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტს ცემინებისა და ხველების მოდელირებით, სწავლობენ როგორ მოქმედებს სიბლანტის, სიმკვრივისა და ზედაპირული დაჭიმულობისცვლილებები წვეთების გაფრქვევაზე.
წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა ჰაერში წვეთების შეწონვის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება ნერწყვის თვისებების შეცვლის ხარჯზე.
ნერწყვის ნაწილაკები გადაადგილდებოდა უდრო მოკლე მანძილზე და მიწაზე უფრო სწრაფად ეცემოდა.






















