12:55 | 2021-05-04 ავტორი: Prime Time

დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო… მშვიდობით ჩემო მეგობარო” – თამარ ივერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო… მშვიდობით ჩემო მეგობარო” – თამარ ივერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ქართველი ქორმაისტერის, შალვა შაორშაძის გარდაცვალებას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

“მშვიდობით ჩემო დიდო გულშემატკივრო და მეგობარო. დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო…

 

მშვიდობით შალვა. საოცარი ფოტო, და სულ რაღაც 5 წლის წინანდელი ოპერის თეატრის რესტავრაციის გამო 6-წლიანი პაუზის შემდგომი “აბესალომ და ეთერის” პრემიერის რეპეტიცია. ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ერთად მუშაობის პროცესში. დღემდე ძალიან მტკივა ჩემთვის უსაყვარლესი ბატონი გიზო ჟორდანიას გარდაცვალება და დღეს ძალიან მიჭირს რომ დღეიდან წასულთა რიგებში ჩვენი უსაყვარლესი ქორმაისტერი შალვა შაორშაძეც უნდა მოვიხსენიო.ამ ადამიანების ხელში გავიზარდე და “დავფრთიანდი” და ყოველი მათგანის წასვლით….თითო სხივი მიქრება ჩემს შინაგან სამყაროში. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სულებს თქვენი საქმის დიდო ოსტატებო”, – წერს თამარ ივერი.

 

 

 

ბოლოს უკვე ვაქცინაციის საბუთის გარეშე მარკეტში აღარ შეგიშვებენ პურის საყიდლად  - თამარ ივერი
2021-04-28ბოლოს უკვე ვაქცინაციის საბუთის გარეშე მარკეტში აღარ შეგიშვებენ პურის საყიდლად  - თამარ ივერი
ავტორი: Prime Time

X