13:08 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

დანაშაული, რა დროსაც „საქართველოს ბანკიდან“ რეკორდული თანხა – 10 მილიონი გაიტაცეს (ვიდეო)

დანაშაული, რა დროსაც „საქართველოს ბანკიდან“ რეკორდული თანხა – 10 მილიონი გაიტაცეს (ვიდეო)

ამ დრომდე ეძებენ შეიარაღებულ თავდამსხმელს, რომელიც გუშინ „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, მძევლები აიყვანა, მოგვიანებით კი 3 მძევლის გამოყენებით 500 000 დოლართან ერთად მიმალვა მოახერხა.

 

მძევლების აყვანის და თავდამსხმელის მომზადების გათვალისიწნებით, ეს საქმე ნამდვილად უპრეცედენტოა, თუმცა წაღებული თანხა რეკორდული არ გახლავთ.

 

5 წლის წინ, „საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა.

 

მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებვმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.

 

თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X