15:00 | 2021-12-06 ავტორი: Prime Time

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს – მოზარდის მკვლელობა

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს – მოზარდის მკვლელობა

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ამ წუთებში, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

 

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი აღიარებს, რომ მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

 

„ჯერჯერობით, ბრალდების დადგენილება წარდგენილი არ არის, თუმცა უშუალოდ ფაქტებს რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ იყო შემთხვევის ადგილზე. როდესაც პოლიციაში დაიბარეს, მივიდა და მოხდა შემდგომ მისი დაკავება. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, რომ გვსურს ჩვენების მიცემა და ითანამშრომლებს გამოძიებასთან,” – აცხადებს ადვოკატი ამირან ხუციშვილი.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: Prime Time

X