
კორონავირუსული ინფექციის შედეგად 62 წლის ასაკში საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა.
„დაქვრივდა ნეკრესის კათედრა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). უფალმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ვუსამძიმრემ მეუფის ოჯახს, სამწყსოს და სამღდელო დასს“, – წერს სოციალურ ქსელში მამა ნაზარ ბასიალაია.
მეუფე სერგიმ ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც კორონა ვირუსით დაინფიცირდა. თითქმის ერთკვირიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მიტროპოლიტი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე სერგი, ნეკრესის ეპარქიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















