16:11 | 2020-06-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დარბევის გადაწყვეტილების მიღებისას ის ადგილზე იმყოფებოდა – სალომე სამადაშვილი გერმანიის ელჩზე

დარბევის გადაწყვეტილების მიღებისას ის ადგილზე იმყოფებოდა – სალომე სამადაშვილი გერმანიის ელჩზე

„ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა დღის ამბებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩზე საუბრობს და ამბობს, რომ დიპლომატს შეცდომები ხშირად მოსდის.

 

„გერმანიის ელჩს დიპლომატიური შეცდომები ხშირად მოსვლია და ამის მაგალითი 20 ივნისია.

 

აღმოჩნდა, რომ დარბევის გადაწყვეტილების მიღებისას ის ადგილზე იმყოფებოდა. მას ამაზე ბოდიშების მოხდა თუ განმარტებების გაკეთება მოუწია.

 

საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო, მათ შორის რამდენიმე ათასი ტესტია
2020-05-02საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო, მათ შორის რამდენიმე ათასი ტესტია

 

გარდა ამისა, სოფიო კილაძეზე საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ამ ქალბატონის კანდიდატურა მიუღებელი იყო საერთაშორისო ინსტიტუტებში წარმომადგენლობისთვის,

 

გერმანიის ელჩმა კი, ამის სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა. მე მას არ ვაკრიტიკებ, მომყავს ფაქტები, რომლებიც ნამდვილად მოხდა.” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X