16:35 | 2021-12-04 ავტორი:

დარჩენილი არაიმუნური ფენა გაავრცელებს დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია… – ამირან გამყრელიძე უახლოესი პროგნოზით

დარჩენილი არაიმუნური ფენა  გაავრცელებს დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია… – ამირან გამყრელიძე უახლოესი პროგნოზით

„ წინასწარი შედეგებით​, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ საქართველოში არ დაფიქსირებულა, თუმცა, მისი ვარაუდით, „ომიკრონი“ მალე გამოვლინდება ქვეყანაში.

 

„ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით​, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი:

X