
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამედიცინო პერსონალი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლებში და გადაარჩინონ სხვების სიცოცხლე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო ჩვენ ექიმები დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას
საზოგადოებას მიმართავს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე:
„დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში და არა მეზობლის, ან მეგობრის სახლში“.
#დარჩისახლში#COVID19#NCDC
Gepostet von National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) am Samstag, 18. April 2020






















