
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საპატრიარქო პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
„საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?! რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ერთი იყო… მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი“, – თქვა მან.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, დღეს რუსთაველზე გამართულ აქციაზე ლექსო აღარავის აინტერსებს.
„დღეს იქ ლექსო არავის აღარ აინტერესებს მგონი, ნუ, უმეტესობას არ აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”, – თქვა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























