18:30 | 2021-06-29 ავტორი: თამარ გონგაძე

„დარწმუნებული ვარ, ზურა ბაკურაძეს, ეს ძალიან გაუხარდება” – რა ინიციატივით გამოდის ზურა ხაჩიძე

„დარწმუნებული ვარ, ზურა ბაკურაძეს, ეს ძალიან გაუხარდება” – რა ინიციატივით გამოდის ზურა ხაჩიძე

“ქართული ხმების” სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალებამ ბევრი დააფიქრა და გადაფასებები გააკეთებინა. ალბათ, ასეთი ნათელი ადამიანების ასე უდროო და ტრაგიკულ გარდაცვალებასაც, ეს მისია აქვს. ადამიანები კიდევ უფრო გვეძვირფასება, ერთმანეთს ვუფრთხილდებით და ამ წუთისოფლის ხანმოკლეობაზე, კიდევ ერთხელ ვფიქრდებით.

 

გუშინ, “ფარული კონვერტის” პირდაპირ ეთერში, ეს ყველამ ერთხმად აღიარა. ზურას წასვლით გამოწვეულ ტკივილს, მისი მეგობრები ერთმანეთს უზიარებდნენ. გაჩნდა ახალი ინიციატივები, მისი სახელობის ქუჩის თუ ფესტივალის გაკეთების იდეა…

 

ზურა ხაჩიძე ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, სადაც მეგობრის წასვლით შექმნილ განწყობას სრულად გვიხატავს.

 

ზურა ხაჩიძე: – მეგობრებო, კოლეგებო და ქართველებო. რამდენიმე დღეა, რაც უბედური შემთხვევის შედეგად ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა და ვფიქრობ და მინდა დავწერო, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვუყარე სათქმელს.

 

2021-06-29"მაქვს განცდა, ხვალ რომ ვეღარ ვნახო!.." - გიორგი სუხიტაშვილს მეგობრის გარდაცვალებამ შიშები დაუტოვა

 

ვინ იყო ზურა და რა გვასწავლა მისმა განვლილმა გზამ? მეტი სითბო ერთმანეთის მიმართ, სიყვარული საკუთარი საგანძურის მიმართ, ქართულ ფოლკლორს ვგულისხმობ და სიყვარული საკუთარი მიწა-წყლის, როგორც კუთხის, ასევე სამშობლოს მიმართ.

 

რა მინდა გითხრათ, მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს, ნაკლები შურით და განკითხვით ვიცხოვროთ. მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ქვეყანას და მის ყველა საგანძურს.

 

ადამიანის სიცოცხლე ამ ქვეყანაზე წამია და რამდენი ფული გაქვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ეს არ არის მნიშვნელოვანი. არც თანამდებობაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რისთვის იცხოვრე, ვის დაეხმარე და რამდენი გიყვარდა…

 

მე ვფიქრობ, ზურა ბაკურაძის მთავარი სათქმელიც ეს იყო ამ 42 წლის მანძილზე და არამარტო მისი სათქმელი. ვინც ამ ქვეყანას ემსახურა ერთგულად, ყველამ ეს მაგალითი დაგვიტოვა: ზურა დოიჯაშვილი, კახი კავსაძე, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრაიძე, თემურ ქევხიშვილი, თემურ წიკლაური და მრავალი მამულიშვილი ამის მაგალითია. აქვე არ შემიძლია ლევან აბაშიძის გადადგმული ნაბიჯი არ გავიხსენო, როცა მან გადაღება მიატოვა და აფხაზეთის ომში თავი გაწირა (ლევანი სულ სამაგალითოა ჩემთვის ამ ნაბიჯით)

 

მინდა გითხრათ, რომ თუკი ჩემი თავი დაგჭირდებათ, იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ, მიყვარხართ და მინდა ყველამ ერთად მივბაძოთ ზურა ბაკურაძეს და მის კაცურად გავლილი გზა გავაგრძელოთ.

 

სიკვდილი გამიადვილა ამ ერთმა პატარა რაჭუკელამ, მის სულს ვენაცვალე - ლაშა ღლონტი
2021-06-28სიკვდილი გამიადვილა ამ ერთმა პატარა რაჭუკელამ, მის სულს ვენაცვალე - ლაშა ღლონტი

 

მინდა მის ძმას, გივის და მის ოჯახს, მამას, მეუღლეს, შვილებს ვუთხრა, რომ ზურამ იცხოვრა კაცურად, უყვარდა ყველა და დაგვიტოვა დიდი საქმე, რომელიც მისმა შვილებმა, მოსწავლეებმა უნდა გააგრძელონ. (სატირალი ის არის ვინც ესე ვერ იცხოვრა და სიკეთე ვერ დათოვა)

 

“ქართულ ხმებს”, ბიჭებო, გისამძიმრებთ. მე ვიცი, რამხელა ტკივილი და დანაკლისია ანსაბლის ხერხემლის და ძმის დაკარგვა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ყველა, სრულიად საქართველო თქვენს გვერდით ვართ. გვიყვარხართ და გვინდა მალე დაგვიბრუნდეთ აქტიურად. თქვენი და ზურა ბაკურაძის აქტიური მსმენელი დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე…

 

ქართული მუსიკა არის საგანძური და რაც არ უნდა მემღერა, ან მე ან ჩემს ჯგუფს, იცოდეთ, რომ ზურაზე და ამ ბიჭებზე მეტი, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. რატომ? ქართული ფოლკლორს ვინც ჩაწვდა და იმღერა, ყველამ იცის, რომ ეს არის საქართველოს გენეტიკური კოდი, რომელსაც ვერავინ წაშლის.

 

სწორედ ამ კოდის ნაწილი იყო ზურა ბაკურაძე. ამიტომ როგორც მართლმადიდებლებს გვჩვევია, ვილოცოთ მისი სულისთვის და მოვიხსენოთ ლოცვებში მისი ნათელი სული…

 

ზურას სახელის უკვდავსაყოფად ყველგან, სადაც შეგვიძლია, მისი სახელობის ფოლკლორის ფესტივალი დავაარსოთ. დარწმუნებული ვარ ზურას ეს ძალიან გაუხარდება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X