19:52 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

„დასაფლავებებზე ვერ მივდივართ და ვერ ვუსამძიმრებთ, ეს ხომ სირცხვილია?!“ – მეუფე იაკობი

„დასაფლავებებზე ვერ მივდივართ და ვერ ვუსამძიმრებთ, ეს ხომ სირცხვილია?!“ – მეუფე იაკობი

„ვიძახით 9 ადამიანია გარდაცვლილი და ამ დროს ათასობით ადამიანია მკვდარი საქართველოში“ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგების დროს განაცხადა.

 

მეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხი გასვენებებსა და სამძიმრებზე ვეღარ დადის, რაც მისი შეფასებით სირცხვილია.

 

„ვიძახით 9 ადამიანია გარდაცვლილი, და ამ დროს ათასობით ადამიანია მკვდარი საქართველოში თავისი სიკვდილით. ეს სიკვდილი არ არის? მარტო კორონავირუსი უნდა გვახსოვდეს?! ადამიანებს დაგვავიწყეს წეს-ჩვეულებები. დასაფლავებებზე ვერ მივდივართ და ვერ ვუსამძიმრებთ, ეს ხომ სირცხვილია?! საბოლოო ჯამში ვინ და რა გამოვალთ“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

 

მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსი სულ იქნება, თუმცა ადამიანმა ადამიანის სახე არ უნდა დაკარგოს.

 

„ფორმას ვკარგავთ ადამიანები, მაინცდამაინც „მასკები“ უნდა გავიკეთოთ?! ეს არ არის პირბადე, ადამიანს ადამიანის სახე აღარ რჩება. ამიტომ ცოტა უნდა დავფიქრდეთ. სულ იქნება ვირუსი. ეს ვირუსი არ იქნება მეორე გამოჩნდება, მეორე არ იქნება მესამე იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს, სიფრთხილე უნდა დავიცვათ, მაგრამ ცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს მეუფე იაკობი.

 

მეუფე იაკობის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2020

მეუფე იაკობის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2020

Gepostet von ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი/Bishop of Bodbe Jakob am Mittwoch, 6. Mai 2020

ავტორი: Prime Time

X