
გუდაურში მოკლული თამაზ გორთომაშვილის რძლის, ნინო გულიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ პირველივე დღიდან საქმის საზოგადოებაში გადატანა დაიწყო.
როგორც მან „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთადერთი, რაც ოჯახს დარჩა, ის არის, რომ „დავიცვათ თაზოს სახელი და ღირსება“.
„ჩვენ ისედაც განადგურებული ოჯახი იძულებულები გავხდით, რომ იმ ცუდი ენერგიის ტალღას შევჯახებოდით, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა. ესეც ცრუ ინფორმაციისგან იყო გამოწვეული.
იძულებულები გავხდით, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში, რაც ძალიან არ გვინდოდა. სხვ გზა არ დაგვიტოვეს.
შესაბამისად, ახლა უკვე, როცა ვართ ბრძოლაში და ვცდილობთ დავამტკიცოთ სიმართლე, მოგვიწოდებენ, გავჩუმდეთ და ნუ ვლაპარაკობთ ბევრს. დაველოდოთ სასამართლოს.
ეს ჩვენ თავიდანვე გვინდოდა და მათ არ ისურვეს, მხოლოდ სასამართლოში საქმის გარჩევა. შესაბამისად, ჩვენ თავის მართლება და სიმართლის დაცვა მოგვიწია.
ახლა ნამდვილად აღარ გავჩერდებით, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენ უკვე ოჯახის წევრი დავკარგეთ. სიცოცხლით სავსე ბიჭი.
ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ის არის, რომ დავიცვათ მისი სახელი და ღირსება, რომ ის მოძალადე არ იყო.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდე, რომელიც გრძელდება დაანებონ თავი ლანძღვას და თამაზის სულის შეურაცხყოფას.
ნუღარ გააგრძელებენ ამას. სოციალურ ქსელში ხდება მოწოდება, მისი ოჯახის წევრებისგან, თუ რა სირცხვილით ვლაპრაკობ. ვის ვიცავ. „მოძალადე მაზლს? ეს მესმის მისი ნათესავებისგანაც,“- აცხადება თამაზ გორთომაშვილი.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.























