16:26 | 2020-05-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

დასახელდა თარიღი, როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა მზად

დასახელდა თარიღი, როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა მზად

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციით, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში იარსებებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, მარკო კავალერის განცხადებით, პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებენ.

 

„რადგან ვაქცინის განვითარება ნულიდან უნდა დაიწყოს… ვფიქრობთ, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ის ერთ წელში მზად იქნება, ანუ, 2021 წლის დასაწყისში“,- უთხრა მან ჟურნალისტებს.

 

მისივე განმარტებით, საჭიროა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X