16:10 | 2020-04-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

თვითდასაქმებულების კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ – სრული ჩამონათვალი

თვითდასაქმებულების კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ – სრული ჩამონათვალი

ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომლებიც ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ასეთებია: იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულები. თავის მხრივ, იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულები 5 კატეგორიად იყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ორივე კატეგორიის თვითდასაქმებულებმა,არაუგვიანეს პირველი აპრილის უნდა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფორმაზე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ.

 

რას გულისხმობს იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებული.

 

იდენტიფიცირებული თვითდასაქმებული – არის ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ეკონომიკურ შემოსავალს და რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად.

 

არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას, იღებდა შემოსავალს, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

 

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ პირის დამაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი-გვარი, პირადი ნომერი), საკონტაქტო ინფორაცია და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც თანხა ჩაერიცხება.

 

გარდა ამ დოკუმენტებისა, არაიდენტიფიცირებულმა თვითდასაქმებულებმა დამატებით უნდა წარადგინონ რაიმე დოკუმენტი, რომლითაც გამოჩნდება, რომ მათ შემოსავლის წყარო ჰქონდათ.

 

სამინისტროს ცნობით, იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულები თანხას მიიღებენ განაცხადის შევსების დღეს, ხოლო არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების განცხადებას კი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო შეამოწმებს, განიხილავს და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას.

 

მათივე თქმით, თანხა ჩაირიცხება დადასტურებიდან 10 დღის განმავლობაში.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 150 000-ზე მეტი თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება დამატებით რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი მათი შემოსავლების დასადასტურებლად.

 

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები იყოფიან 5 კატეგორიად იმის მიხედვით თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში:

 

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირები;

 

2. მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე;

 

3. შემდეგი კატეგორია არიან პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

 

4. მიკრობიზნესის სტატუსის მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან, ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე;

 

5. ბოლო კატეგორია – ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ სტატუსში არ ფუნქციონირებენ და როგორც მხოლოდ ინდმეწარმეები, ისე ახორციელებენ საქმიანობას.

 

თუ ამ 5 კატეგორიიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს ფიზიკური პირი, ის ერთჯერადად მიიღებს 300-ლარიან დახმარებას.

 

კორონავირუსის გამო გაგამოცხადებული კარანტინის შეზღუდვები

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X