00:53 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

დასახსნელად ერთი განცხადება მაინც გააკეთოს, დავანებოთ თავი თვითმფრინავს, მიშა მატარებლითაც ჩავა უკრაინაში – ადვოკატი

დასახსნელად ერთი განცხადება მაინც გააკეთოს, დავანებოთ თავი თვითმფრინავს, მიშა მატარებლითაც ჩავა უკრაინაში – ადვოკატი

ადვოკატი ზურაბ თოდუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ იგი უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის მაღალჩინოსანია, გამახსენა გასული წლის, ერთი ურაინელი ქალბატონისა და მისი ათი შვილის საქმე, (ამ ქალბატონს არასრულწლოვნების ყიდვა-გაყიდვას (ტრეფიკინგი) ედავებოდნენ).

 

ამ საქმეზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ჩემს მიერ, ქ. კიევში, ამ თემაზე ჩატარებული ერთადერთი ბრიფინგის შემდეგ, მისი პირადი თვითმფრინავი (ბორტ N1) გამოყო და მისი ქვეყნის მოქლაქალაქეები დააბრუნა უკრაინაში.

 

ლეგიტიმური კითხვა მაქვს – რა უშლის ხელს, იგივე ზელენსკის, მისი ქვეყნის ერთი მაღალჩინოსანი მოქალაქის, რომელსაც უცხო ქვეყანა (საქართველო) მხოლოდ „პიჯაკების საქმეს“ ედავება, დასახსნელად ერთი განცხადება მაინც გააკეთოს (დავანებოთ თავი თვითმფრინავს. მიშა მატარებლითაც ჩავა უკრაინაში), “- წერს ზურაბ თოდუა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X