14:44 | 2020-04-18 ავტორი: Prime Time

დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი – ავარია ქობულეთში

დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და პაციენტი – ავარია ქობულეთში

ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

 

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი ბათუმის კლინიკაში გადმოყავთ.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაშ გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: Prime Time

X