
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ის კოლეგებმა სახლიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. ოპერატორებმა მას სიმბოლურად ვიდეოკამერების დერეფანი გაუკეთეს.
TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა






















