
კორონავირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოში ტურიზმის სექტორს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა.
სწორედ ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებმა ტურიზმის სფეროს გამოსაცოცხლებლად მოგზაურებისთვის ე.წ. CoVid-პასპორტების გაცემის საკითხზე მსჯელობა დაიწყეს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა, გარი კაპელიმ განაცხადა, რომ CoVid პასპორტი ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს.
„რამდენიმე დასკვნამდე მივედით და გადავწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ.
მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ CoVid პასპორტს.
ის ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს“,- აღნიშნა კაპელიმ.
დასჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს CoVid პასპორტები?
ამ საკითხზე „პრაიმტაიმი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძვანელს, თეა ბოლქვაძეს დაუკავშირდა.
„მიმდინარეობს სხვადასხვა მექანიზმზე მუშაობდა. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ თეა ბოლქვაძემ.























