15:08 | 2021-11-02 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს, ეს უმნიშვნელოა – ნიკა მელია

დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს, ეს უმნიშვნელოა – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცადებით, დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს, ეს უმნიშვნელო საკითხია.

 

“არაფერ შუაშია წინა პლანზე წამოწევა პარლამენტის წევრები დატოვებენ მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს ახლა უმნიშვნელოა, ჩემთვის პარლამენტი არ არსებობს. ჩემთვის მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა”,- განაცხადა მელიამ.

 

შეგასენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

“ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ”,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X