
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია ახალი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ გინებაზე ჯარიმა უნდა დაწესდეს.
მისივე თქმით, ის ვინც, მესამედ და მეოთხედ დაარღვევს დაწესებულ წესს, მასზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
„ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. დედის გინება სალაპარაკო ენა გახდა და ეს ყველაზე მოქმედებს აბსოლუტურად – ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე და ყველაფერზე.
მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც და არავითარი პატიება და რაღაცა. აქ წერია ერთხელ 1000 ლარამდე, მეორეჯერ 2000 ლარამდე, მაგალითად მესამედ და მეოთხეჯერაც თუ გააკეთა, კვლავ 2000-2000 ლარით (დაჯარიმდებიან)?. ჯერ ერთი ვხედავთ ლარი როგორ მიდის. ხომ არ სჯობდა ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაც ნაწილზე. სხვა განზომილება იყოს და არა ლარებში. ერთ წელიწადში ხომ ხედავთ როგორ გაუფასურდა ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას…
მე ვფიქრობ, რომ თუ მესამეჯერ და მეოთხეჯერ მოხდა, სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და უნდა გადავიდეს უკვე 6 თვე, 1 წელი იჯდესი.
არ დაიგინო, არ გააფუჭო, არ იხულიგნო და დამთავრდა ამით“, – თქვა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში.






















