17:41 | 2020-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო“ – ფოტოამბავი თბილისის ახალი ზოოპარკიდან

„დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო“ – ფოტოამბავი თბილისის ახალი ზოოპარკიდან

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ახალი ზოოპარკიდან დათვებისა და მგლების თანაცხოვრების ამსახველ ფოტოებს საინტერესო წარწერით გვიზიარებს:

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

„თუ ჩვენს გვერდს აქტიურად ადევნებთ თვალს ალბათ შეამჩნევდით, რომ ახალ ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად გვყავს დასახლებული.

 

ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს  - ნიკა გამყრელიძე მამაზე
2020-05-06ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს - ნიკა გამყრელიძე მამაზე

 

ეს ამბავი ხშირად მავანთა შეშფოთებას იწვევს. პერიოდულად შეშფოთება აღშფოთებაში გადაიზრდება-ხოლმე და მერე გვიწევს ვრცელი ახსნა-განმარტებების წერა. ამიტომ, ერთ პოსტს ამ სახეობების თანაცხოვრებას მივუძღვნით.

 

დათვები და მგლები ბუნებაშიც მეზობლები არიან.

 

ვერ გეტყვით, რომ დიდი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება და სტუმრიანობა აქვთ გაჩაღებული, მაგრამ, ფაქტია, რომ ხშირად გადაეყრებიან-ხოლმე ერთმანეთს ტყის ბილიკებზე და ბუნებრივად იყოფენ საარსებო არეალს.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

არა, ჩვენი დათვები და მგლები არ ჩხუბობენ! კი, ხანდახან კინკლაობენ, თუ დათვებს მგლების ხორცზე წაუცდებათ თათები, ან მგლები ვერ გაუძლებენ დათვების ვაშლების ცდუნებას, მაგრამ ხომ გაგიგიათ ძველი ზოოპარკული ანდაზა – დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო, ჰოდა, ასეა აქაც.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

დიახ, ეს ცხოველები ერთმანეთთან თამაშობენ-კიდეც. თანაც როგორ?! შეიტან ვოლიერში რაიმე დათვურს, მაგალითად თაფლიან მორს, მწვანე ბალახს, ჩირს და მიესევიან მგლები, თითქოს რამის მჭამელები იყვნენ იქიდან.

 

„ის საშინელი ხმები დღემდე ჩამესმის“ –  გაიცანით დები ქორქიების უმშვენიერესი დედა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს
2020-04-28„ის საშინელი ხმები დღემდე ჩამესმის“ – გაიცანით დები ქორქიების უმშვენიერესი დედა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს

 

ბუზღუნებენ დათვები და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ბოლოს მაინც დათვები მიირთმევენ, რა თქმა უნდა.

 

აბა, მგელს რა ჯანდაბად უნდა თაფლი და ტკბილეული? სამაგიეროდ, ამ ორომტრიალში დათვები ზედმეტ ქონებს წვავენ და კი არიან მერე ალპინისტებივით – მათთვის ხის დაულაშქრავი კენწერო არ არსებობს!

 

დაბოლოს, იმგვარი ცხოველების საერთო ვოლიერში მოთავსება, რომლებიც ერთმანეთს არ ვნებენ, ცუდი არ არის. პირიქით, კარგია. ეს სოციალური ცხოველების სოციალიზაციისთვისაა საჭირო.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

ერთად დასახლებული სხვადასხვა სახეობის ცხოველები მუდმივად ტონუსში არიან, თამაშობენ, დარბიან… კი, ხანდახან შეუღრენენ-კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის დრო აღარ რჩებათ და სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

მოკლედ, როცა ჩვენს ზოოპარკში გადაღებულ დათვებისა და მგლების ერთობლივ ფოტოს გადააწყდებით, ასჯერ დაფიქრდით და შემდეგ აჯაჯღანდით.

 

საერთოდაც, მარტო ჩვენს შემთხვევაში კი არა, ყოველთვის ასე თუ მოვიქცევით, აჯობებს“, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

 

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს ფოტო.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X