13:06 | 2021-10-23 ავტორი: Prime Time

“დაუყოვნებლივ იმოქმედეთ მიშას გადასარჩენად – ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

“დაუყოვნებლივ იმოქმედეთ მიშას გადასარჩენად – ლიზა იასკო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

უკრაინის რადას დეპუტატი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცოლი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ გასულ ღამეს ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად გართულდა და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მათთვის სანდო კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

 

ამისთვის იასკო უკრაინისა და საქართველოს ომბუდსმენებს დაუყონებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს და გლდანის ციხის საავადმყოფოს უნდობლობას უცხადებს.

 

“22 ოქტომბრის ღამეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხანგრძლივი შიმშილისა და მასთან დაკავშირებული სისუსტის გამო, მას სისხლის გადასხმა დასჭირდა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მიხეილის კერძო კლინიკაში გადასაყვანად, რომელსაც ვენდობით! სადაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იქნება. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გლდანის ციხის საავადმყოფო!

 

სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ექიმების ხელახალი კონსილიუმი, რომელიც მიხეილს ჰოსპიტალიზაციის შესახებ დასკვნას გამოიტანს. მოვუწოდებ უკრაინისა და საქართველოს ომბუდსმენებს, ასევე საქართველოს მთავრობას,
დაუყოვნებლივ იმოქმედეთ მის გადასარჩენად.” – წერს ლიზა იასკო.

 

ნახეთ სხვა სიახლეები:

 

„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?

 

რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში 

 

„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე

 

+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა 

 

2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – სენაკის მერობის კანდიდატის ქონება

 

ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა

ავტორი: Prime Time

X