18:53 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

დაუყოვნებლივ ნიშნავს, დაუყოვნებლივ! – ნიკა გვარამია ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს 

დაუყოვნებლივ ნიშნავს, დაუყოვნებლივ! – ნიკა გვარამია ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:

 

„მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს.

 

ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგლმდებარეობის თაობაზე! თუ თქვენთვისაც უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით!

 

დაუყოვნებლივ ნიშნავს დაუყოვნებლივ!“,- წერს ნიკა გვარამია.

 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ბრონირენული მანქანით გაიყვანეს და ვერტმფრენით გადააფრინეს. რომელ კლინიკაშია გადაყვანილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, ჯერ უცნობია.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X