
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე მორიგი პოსტი ვრცელდება, ის საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ მისი რწმენა ურყევია.
„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“, – ვკითხულობთ პოსტში.






















