13:12 | 2020-11-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაუშვებელია კლინიკამ გადასახდი მოითხოვოს – სად შეძლებენ გრიპის ვაქცინის ჩატარებას რისკ ჯგუფის მოქალაქეები

დაუშვებელია კლინიკამ გადასახდი მოითხოვოს – სად შეძლებენ გრიპის ვაქცინის ჩატარებას რისკ ჯგუფის მოქალაქეები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, 4-კომპონენტიანი ვაქცინა. მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთია.

 

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გრიპის რომელი შტამებია გავრცელებული საქართველოში და რომლის შემთხვევაში რა ვაქცინაა ეფექტური - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები მოსახლეობას
2020-10-21გრიპის რომელი შტამებია გავრცელებული საქართველოში და რომლის შემთხვევაში რა ვაქცინაა ეფექტური - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები მოსახლეობას

 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში.

 

ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია – ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში.

 

ცნობილია, NCDC-ის გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხა – ნახეთ სია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X