14:44 | 2021-04-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“დაუსრულებელი, ჩემთვის ჯერ ვერ მოძღვნილი ლექსი უნდა გამოვუქვეყნო…”- ზურაბ რთველიაშვილის ცოლი პოეტის უცნობ ლექსს ასაჯაროვებს

“დაუსრულებელი, ჩემთვის ჯერ ვერ მოძღვნილი ლექსი უნდა გამოვუქვეყნო…”- ზურაბ რთველიაშვილის ცოლი პოეტის უცნობ ლექსს ასაჯაროვებს

54 წლის ასაკში პოეტი პერფორმერი, ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. პოეტი 27 მარტს კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მიიყვანეს, თუმცა  მოულოდნელად ღვიძლის მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა.

 

მისი ცოლი, ნინო ამირეჯიბი სამკურნალოდ პოეტის შვედეთში გადაყვანას აპირებდა. თუმცა ექიმებმა, ზურას მძიმე მდგომარეობის გამო, ამ გადაწყვეტილებაზე უარი უთხრეს.

 

“ჩემი მარადიული სიყვარული უსასრულობაში წავიდა ღმერთებთან!!!” – წერს პოეტის ცოლი, ნინო ამირეჯიბი.

 

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი

 

ირაკლი კაკაბაძის ცოლი, ბელა ბაჯელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“როგორ მეგონა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით ჩვენც შენთან ერთად. შენ დიდი პოეტი და საუკეთესო მეგობარი იყავი ირაკლისთვის და მეც მიმიღე როგორც და. გული მეგლიჯება…

 

პირობას გაძლევთ – შენს ნინიკოს, გიორგუნას და რობის მუდამ გვერდით ვეყოლებით. მიყვარხარ, ჩემო ზურა” – ბელა ბაჯელიძე.

 

May be an image of 2 ადამიანი, ხალხი დგას და გარეთ

 

პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი თავის სიზმარს იხსენებს…

 

დუდანა მაზმანიშვილი: – დამესიზმრა ზღვაზე, დამემშვიდობა იმ უხვი სიყვარულითა და სითბოთი, რომლის ნიჭიც ჰქონდა და წავიდა ჩვენი რაინდი სამუდამო მოგზაურობაში…

 

May be an image of 3 ადამიანი, ხალხი ზის და შიგნით

 

ნინო ამირეჯიბზე შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს პატარა გიორგი ჰყავთ.

 

ჯერ კიდევ გუშინ ნინო წერდა.

 

ნინო ამირეჯიბი: – ერთხელ ვკითხე – კი მაგრამ, ლექსებს რატომ არ მიწერ-მეთქი… თავისი პლანშეტიდან ტექსტები გადამიშალა და თვალებში ჩამხედა – “აი, შეხედე რა! ნახე, რა ქაოსია! სანამ არ დალაგდება ტვინში, აბა, ეს აბდაუბდა ტექსტები როგორ უნდა მოგიძღვნა ჩვენი სიყვარულის მარადიულ ნიშნადო.

 

სულ ასე იყო… ტექსტებს დღეები, თვეები, ხანდახან კი წლებიც კი უკირკიტებდა. ახლა კი, როცა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე ვდგავართ და მთელი სამყარო მისი ენით მესაუბრება, ისევ საკუთარი თავის ნუგეშად ის დაუსრულებელი, ჩემთვის ჯერ ვერ მოძღვნილი ლექსი უნდა გამოვუქვეყნო… იმედით იმის რომ გაიმარჯვებს, დაასრულებს ან ამას ან სხვას და რომ სიყვარულის მარადიული ჰიმნი ჯერ კიდევ დასაწერი აქვს.

 

“ჯვარცმული ქრისტე ანათებს წითლად

 

კარლ მარქს შტრასეზე მე და ნინას გვაქვს დიალოგი

 

და არაფერი აღარ მინდა ვცეკვავდეთ წყვილში ჩემს ფიქრებთან

 

ვნებით მილონგას, ჩამესმას ყურში შენი ხმა როგორც ლოცვა

 

სიხლს რომ ალოკავს ცხელი გულიდან.

 

თვალს ვერ ვუსწორებ შუქნიშანზე ჯვარცმულ პროლეტარს

 

ანათებს წითლად, როგორც ცეცხლი თვალის ორბიტებს

 

ვიცი რომ ჩვენი შერიგების წამი მოვიდა და ვანთებ მწვანეს ჭრილობების შესახორცებლად…

 

შენი ტკივილიც, ვნებაც გავალღვე ჩემში, სახელი მისი არს სიყვარული”

 

ზურაბ რთველიაშვილი

 

May be an image of 1 ადამიანი, hair და outerwear

 

ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით. 1990-იან წლებში დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად მართავდა პოეტურ შოუებს, პერფომანსებს.

 

მისი ყველაზე ცნობილი ლექსებია: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა.

 

2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X