15:04 | 2021-09-17 ავტორი:

დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მელიასთვის მანდატის გაუქმებას მხარს

დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მელიასთვის მანდატის გაუქმებას მხარს

დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

 

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს. მათ შორის არის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

 

ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს - მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება
2021-09-17ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს - მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება

 

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი თქმით, პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების შეჩერებაზე უარის თქმა კონსტიტუციური დარღვევაა, შესაბამისად ნიკა მელიას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

“მე მიმაჩნია და მაშინაც მიმაჩნდა, როდესაც არამხოლოდ ნიკა მელიამ, არამედ მთელმა ოპოზიციურმა შემადგენლობამ მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომ ეს იყო კონსტიტუციურ უფლებამოსილების დარღვევა. შესაბამისად, თუკი დღესაც ეს ნიკა მელიას სურვილია, მაშინ თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

“ქართული ოცნების” ლიდერების განმარტებით, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების განხილვა რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს.

 

“რეგლამენტის შესაბამისად, მას მოსაფიქრებლად 7 დღე ჰქონდა, თუმცა გავიდა ეს ვადა და 15 დღის განმავლობაში, კომიტეტი ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, საქართველოს პარლამენტი მიიღებს. ამ საკითხზე ჩვენ მეტნაკლებად ჩამოყალიბებული ვართ,”- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

 

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით თავად მიმართა. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მიმართა, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი გააუქმეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X