15:34 | 2021-02-10 ავტორი: Prime Time

დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას – იოსელიანი კოლეგებს მიმართავს

დაუჭერს თუ არა მხარს ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას – იოსელიანი კოლეგებს მიმართავს

“მირჩევნია, ნიკა მელია იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ლევან იოსელიანის თქმით, თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი შემოვა, ის მოუწოდებს კოლეგებს იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირონ.

 

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იმავეა. ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება მტკიცებულებების თვალსაზრისით. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ – ნიკა მელია 

ავტორი: Prime Time

X