
ნიუ-იორკში ინტენსიური თერაპიის ექთანი, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს, ვიდეოჩართვის დროს ატირდა, როდესაც თავის მომაკვდავ პაციენტებზე ჰყვებოდა.
35 წლის დინეილ შმალი ვიდეოში ჰყვება, რომ დაიღალა ამოწმოს პაციენტები – „არიან ცოცხლები, თუ არა“.
„მთელი გზა ვტიროდი სახლში რომ ვბრუნდებოდი. მგონია, ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენად მძიმეა სამედიცინო პერსონალის სამსახური ასეთ სიტუაციაში. მთელი ცხოვრება ვემზადებით ამისთვის, მაგრამ მაინც როგორი რთულია“, – აღელვებული ჰყვება ამერიკელი ექთანი.
Nurse Shares Heartbreaking Reality of Being a Health Care Worker During a Pandemic
This nurse opened up about her 'worst shift' yet, exposing the heartbreaking reality of health care workers fighting the pandemicvia NowThis
Gepostet von NowThis Politics am Samstag, 11. April 2020
ის ამბობს, რომ არამხოლოდ უამრავი პაციენტი მოკვდა მის თვალწინ, არამედ მისი კოლეგა ექთნები და ექიმებიც.
ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსს 10 056 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატები, კორონავირუსის ანტირეიტინგის ლიდერია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 1,910,137 შემთხვევა გამოვლინდა.






















