22:31 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, რადგან… – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება საზოგადოებას

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, რადგან… – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება საზოგადოებას

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერში გარდაუვალია. ის ფიქრობს, რომ აღმავალი პერიოდი მაისის ბოლოს, შარშანდელის მსგავსად, ჩაცხრება.

 

“მაისის ბოლო კვირას, იმედია, რომ ჩაცხრება მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი, მაინც იტრიალებს და მოვემზადოთ სექტემბრისთვის, სექტემბრის ბოლოს გვექნება მეოთხე ტალღა,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

მისი თქმით, მომდევნო ტალღის არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზრდასრული მოსახლეობის 70% მაინც იქნება აცრილი. იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ facebook-ით ჩართვის დროს.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X