
ა(ა)იპ ” სპეციალურმა სერვისებმა” დავით და კონსტანტინეს ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან დაიწყო.
სამუშაოებში ჩართულია როგორც სპეც ტექნიკა ასევე ცოცხალი მუშა ხელი.
იჭრება, იცელება მწვანე საფარი და კედლებზე სპონტანურად ამოსული მცენარეები, რომლებიც თავიანთი სიდიდით ხელს უშლიდა საჰაერო კომუნიკაციიასა და ცენტრალურ მაგისტრალზე დიდი სატვირთო ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილების პროცესს.
სამას-მეტრინი მონაკვეთის გაწმენდა დღის პირველ საათზე დასრულდება.შესაბამისად აღდგება მოძრაობაც აღნიშნულ მონაკვეთზე.






















