
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქუთაისში ქვეყნის მასშტაბით სამი საგამოცდო ცენტრი მოქმედებს, რომელიც მთელს რეგიონზეა გათვლილი.
მინდა ყველა აბიტურიენტს, მათ შორის გრანტის მაძიებელ ბაკალავრებსა და მაგისტრატურის პრეტენდენტებს, წარმატება ვუსურვო.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქუთაისი თანმიმდევრულად უკვე ხდება ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი და წელს განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ახალგაზრდობის, რომლებიც უკვე ცხოვრობს ჩვენს ქალაქში, ან შემდგომში დაუკავშირებს მას სტუდენტურ ცხოვრებას.























